„ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით გიგა ბოკერია აირჩია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ პარტიის ყრილობაზე მონაწლეობა არ მიიღეეს– ამის შესახებ მათ facebook-ზე დაწერეს. დავით  ბაქრაძემ და  გიგი უგულავამ პარტია დატოვეს.

„დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება – მე პარტია დავტოვე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„დღეს გაიმართება პარტია „ევროპული საქართველოს“ ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მიზეზი, რის გამოც არ ვესწრები ყრილობას, უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობაზე და პარტიის წევრობაზე“, – თქვა დავით ბაქრაძემ.