ფაშინიანის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან განიკურნენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრი წერს.

„ჩვენ კიდევ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს ინფიცირების ვადებსა და გარემოებებს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია, რომ ჩვენ ყველანი ჯანმრთელები ვართ და იმუნიტეტი გვაქვს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის განცხადებით, ის აგრძელებს სრულად მუშაობას.

ფაშინიანმა 1 ივნისს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა.

Worldometers-ის განახლებული ინფორმაციით, სომხეთში კორონავირუსის 13 325 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 195 ფაქტიაა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. გარდაცვლილია სომხეთის 211 მოქალაქე, მათგან 11 პირი ბოლო ერთ დღეში დაიღუპა. Covid-19-ისგან ქვეყანაში განკურნებულია 4 099 ადამიანი.