ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

პუბლიკა

ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით მოხდა.

„დანიშნული იყო, ერთი თვეა აღარ უნდოდა გათხოვება. არ აქვს კარგი ხასიათი და არ მინდაო. ჯერ ბიჭი იყო, მერე დედა და ნათესავები მოვიდნენ. გოგოსთან ილაპარაკეს და უთხრათ, რომ არ მინდაო, წავიდნენ. შემდეგ პირდაპირ შემოვარდნენ სახლში, მე ხელი მკრა, ჩემი შვილი წაიყვანა”, – ამბობს გატაცებული გოგოს დედა TV პირველთან საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.