გალერია თბილისში ობიექტების ნაწილი დროებით მუშაობას წყვეტს

„გალერია თბილისის” რამდენიმე სავაჭრო და სასადილო ობიექტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით დაიხურა. თავად სავაჭრო ცენტრი ახალ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა. 19 მარტიდან მოყოლებული  გალერია თბილისი 12:00 – დან 21:00 – მდე იქნება ღია. განცხადება ამის შესახებ სავაჭრო ცენტრის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

განცხადების მიხედვით მუშაობას დროებით შეწყვეტენ: „რია-რია”, „კავეა გალერია თბილისი”, „ბოლრუმი”, „ლუკა პოლარე”, „პიტა ჰატი”, „ტაშირ პიცა”, „ვენდისი”, „მისტერ ქუქი”, „მადო”, „ილი კაფე”, „სახაჭაპურე N1″, „როუზბადი”, „ანიშკო”, „მინიმალი”, „მეჯიქ ქენდი”, „ჯოვანი მორა”, „ბლუ ტაბლა”, „ნინელი”, „ნიკოლო”, „ფუჯიფილმი”, „ბერდ.ჯი”, „მანდარინა”, „მაივოლითი”, „3D ფეინთერი”, „ნიქსი”, „რედბერი” და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი.