გამიჭირდება იმ პარლამენტში შესვლა, სადაც ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება მოხდება - მელია

პუბლიკა

„იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ყველა ჯალათის შეწყალება და ამნისტიის გავრცელება, მე, პირადად, გამიჭირდება იქ შესვლა. 99.9% მე იქ ვერ შევალ და არ შევალ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საუბრისას მელიამ განმარტა თუ რატომ არ დათანხმდა ის ევროკავშირის გირაოს გადახდას თავდაპირველად:

„პირველად მეძლევა შესაძლებლობა, რომ ავხსნა, მე როდესაც შემომთავაზეს ევროკავშირის გირაოზე თანხმობის მიცემა, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიაზეც თანხმობას, მე რომ შემომთავაზეს ხელმოწერიდან მეორე დღეს, ანუ 20 აპრილს, როცა ჯერ კიდევ შარლ მიშელი აქ იყო, ევროკავშირის გირაოს ჩაგირიცხავთო, ჩემგან ითხოვდნენ, რომ გირაოზეც დავთანხმებულიყავი და ამნისტიაზეც. მე გირაოს ჩარიცხვაზე წინადადება მივიღე 20 აპრილს, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიასაც და გირაოსაც, რას მეუბება ის ხალხი? ესე იგი, გირაოს ჩარიცხვასაც დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც? და პასუხისმგებლობა ამეღო მოძალადეების გათავისუფლებაზე? ეს იყო შემოთავაზება“„ – ამბობს ნიკა მელია.