„ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას ამნისტიის შინაარსზე“ - ამნისტიის 2 კანონპროექტი დარეგისტრირდება

პუბლიკა

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების 2 კანონპროექტის ინიცირება მოხდება. როგორც შალვა შავგულიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ამნისტიის შინაარსთან დაკავშირებით. ამიტომ ხელისუფლება კანონპროექტის საკუთარი ვერსიის ინიცირებას მოახდენს, ოპოზიციის კანონპროექტი კი დაფიქსირდება ხვალ.

„სამწუხაროდ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას ამნისტრიის შინაარსთან დაკავშირებით არსებითად, ძირითადი განსხვევბა მდგომარეობს შემდეგში,- ჩვენ, ოპოზიციას მიგვაჩნია, რომ  ამნისტირებული უნდა იქნას ის მუხლები რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ 20 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილეთათვის და მეორე მხრივ იმ პოლიციელთა მიმართაც, რომელიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდა. ეს იქნებოდა განჭვრეტადი, მკაფიო ამნისტია, ორი წლის მანძილზე აწარმოებს სახელმწიფო ამ საქმეზე გამოძიებას, ბევრ შემტხვევაში უკვე განაჩენებიც არის დაყენებული, სხვა მუხლები არ გამოკვეთილა გარდა იმ მუხლებისა რაც უკვე არსებობს, და ჩვენ ვამბობთ რომ ორივე მხარეზე გავრცელდეს, მაგრამ გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე.

ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული ამნისტიაში და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება მთლიანად ამ ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე, ეს არის სამართლებრივად ძალიან გაუმართავი, ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტია, როდესაც არ ჩენს რაზე ვრცელდება და რამდენიმე წლის მერე გამოვლინდეს რომ იმ ფაქტთან დაკავშირებით რაღაც დანაშაული მომხდარა, ასე ყველაფერზე გავრცელდეს ეს არ არის არც სამართლებრივად გამართლებული და არც პასუხობს შეთანხმების სულისკვეთებას“,- განაცხადა შავგულიძემ.