გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა.

„სასიხარულო ინფორმაცია – გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი, კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტურ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით – ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების“, – განაცხადა თურნავამ.