განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა - ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრემიერის

პუბლიკა

განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღარიბაშვილნა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთობლივი პროექტები და ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება ორ ქვეყანას აძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ერთობლივი პროექტები გახორციელდეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს.

„ჩვენ გვავს განსაკუთრებული მეგობრობა თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას და ძმობას. შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ალიევთან. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. განვიხილეთ კიდევ ერთხელ ის ისტორიული პროექტები, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს ბოლო წლების განმავლობაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ძალიან სტაბილურ და მდგრად ურთიერთობებს პარტნიორობას და მეგობრობას.

განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი ერთობლივი პროექტები გვაძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ერთად, რა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.