გარდაცვლილი მე-11 პაციენტი 80 წელს გადაცილებული კაცია, ქობულეთის კლასტერიდან

პუბლიკა

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-11 პაციენტი ბათუმში, „მედალფას” კლინიკაში  მკურნალობდა. როგორც კლინიკის მენეჯერმა, ლევან ანთაძემ „პუბლიკას” განუცხადა, 80 წელს გადაცილებული მამაკაცი ქობულეთის კლასტერ ეკუთვნის და მან საავადმყოფოში 25 დღემდე დაჰყო.

„80 წელს ზემოთ არის. მამაკაცია. ქობულეთის კლასტერს ეკუთვნის.  25 დღემდე იწვა ჩვენს კლინიკაში, ბოლოს დამძიმდა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე და დღეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. თანმხლები დაავადებები ჰქონდა, საკმაოდ ბევრი, ინსულტი მათ შორის და კიდევ სხვა ბევრი, შაქრიანი დიაბეტიც“, – განუცხადა ანთაძემ „პუბლიკას”.

საქართველოში კორონავირუსით მეთერთმეტე ადამიანი გარდაიცვალა, – მონაცემი stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის  638 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 317, გარდაცვლილია – 11 ადამიანი.