„გაზპრომთან“ კონტრაქტის გადახედვა ფასის დასაკლებად იგეგმება - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აზერბაიჯანულ „სოკართან“ და რუსულ „გაზპრომთან“ მოქმედი კონტრაქტები ფასების დაკლების მიზნით გადაიხედება. მისივე თქმით, ეს მსოფლიოში ნავთოპროდუქტების ფასების კლებამ განაპირობა.

„კომერციული საიდუმლოების გამო ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც „სოკარი“, ასევე „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, ეს იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუქტურაზე“, – განაცხადა თურნავამ.