გერმანიაში Covid-19-ით სასაკლაოს 657 თანამშრომელი დაინფიცირდა

გერმანიაში მაისიდან მოყოლებული ყველაზე დიდი აფეთქება დაფიქსირდა. ტოენისის სასაკლაოში მომუშავე 657 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტესტირების შედეგების გასაჯაროების შემდეგ ხელისუფლებამ სასაკლაო დაკეტა და 7 000-მდე ადამიანი კარანტინში გადაიყვანა.

გერმანია ამ დრომდე ეპიდემიური სიტუაციის ეფექტიანი მართვით არის ცნობილი. ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, ინფიცირების 187 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, 8 856  ადამიანი კი – გარდაცვლილი, რაც 87-მილიონიანი მოსახლეობის ფონზე დაბალი მაჩვენებელია.

ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

„ვირუსი ჯერ არ გამქრალა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდისგან ჯერ კიდევ შორს ვართ”, – განაცხადა მერკელმა.