გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 60 შემთხვევაა გამოვლენილი

ვასკა მათითაიშვილი

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, გერმანიაში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 60-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორისაა იმ ადამიანთა კატეგორიაც, რომლებიც უკვე განიკურნენ ვირუსისგან.

„ამ წუთისთვის გერმანიაში ინფიცირების დაახლოებით 60-მდე შემთხვევა გვაქვს, თუმცა როგორც ვთქვით, სიტუაცია ძალიან დინამიკურია“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.

ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა ბადენ-ვურტენბერგისა და ჩრდილო რაინ-ვესტფალიას მიწებზე გამოვლინდა.

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ პანდემიური სიტუაციისთვის მზადების მიზნით, სპეციალური კრიზისჯგუფი შეიქმნება.