გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინშია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც ექიმს, რომელმაც პარასკევს მერკელს პნევმონიური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციის შეტყობისთანავე მერკელი კარანტინში, საკუთარ სახლში, მოთავსდა.

მერკელის სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს, რომელიც 65 წლისაა, ტესტები მომდევნო დღეების განმავლობაში ჩაუტარდება, რის შემდეგაც დროებით სახლიდან მოუწევს მუშაობა.

 

 

წყარო: BBC