გიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე NATO-ში.