გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

გიორგი რურუამ გლდანის საპატიმრო უკვე დატოვა.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, სენატორებს შაჰინსა და რიშს, ასევე ევროპარლამენტარებს.

რურუას განცხადებით, შეთანხმების პირველი პუნქტის ნახევარი უკვე შესრულდა, კრიზისის დასაძლევად კი მნიშვნელოვანია, ნიკა მელიამაც დატოვოს საპატიმრო.

გიორგი რურუას განცხადებით, არ ეგონა, თუ მისი გათავისუფლების პირობა შესრულდებოდა.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში ჩართვას, რურუა პასუხობს, რომ ის აქტიური მოქალაქეა და დარჩება აქტიურ მოქალაქედ.

„წელიწად-ნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი. ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და მე მგონი, ყველასთვის ნათელია, ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ…

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა რურუამ.

მან მადლობა გადაუხადა ასევე მედიას, ომბუდსმენსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.