„გირჩის“ სამმა დეპუტატმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ სამმა დეპუტატმა – ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

„გირჩის“ წევრებმა დოკუმენტს ხელი პირდაპირი ჩართვის დროს მოაწერეს. ასევე, პარტია ავრცელებს ხელმოწერილი დოკუმენტის ფოტოსქრინს.

გუშინ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. მათ შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავებული ბოლო დოკუმენტი გააცნეს პოლიტიკოსებს. შეხვედრას არ დაესწრო „ქართული ოცნება“. შეხვედრის შემდეგ კი პოლიტიკოსებმა როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი გუნდიდან, განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ტექსტი პარტიების შიგნით უნდა განიხილონ და მას შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.