„გმირობის ნაყოფი“ - ამ დასახელებით სუპერმარკეტებში საოკუპაციო  ხაზთან  მოყვანილი პროდუქტები გამოჩნდა

ფასიანი განთავსება

USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერები საკუთარ სასოფლოსამეურნეო პროდუქტებსკარფურისადაზღაპარისმაღაზიათა ქსელებში გაყიდიან. კამპანიაგმირობის ნაყოფისბრენდის ქვეშ ხილის, ჩირის და ტყლაპის შეძენა მომხმარებლებს უკვე დღეიდან შეეძლებათ. 

ბორდერიზაცია არ შეჩერებულა და ეს ყველაზე მეტად ე.. საოკუპაციო ხაზთან იგრძნობა! მავთულხლართებთან დამუშავებული ქართული მიწა და ამოქმედებული ქართული წარმოება, დიდი სტიმულია რადგან იცი, რომ ემსახურები ქართულ საქმეს და საქმით აჩვენებ პატრიოტულ, ღირსეულ მაგალითს. ასე მარტივად უმკლავდები ნებისმიერ დაბრკოლებას, მათ შორის მცოცავი ოკუპაციის შიშს. რუსეთი ოკუპანტია! ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში კი ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ,“ – ამბობს ფერმერი ეკატერინე ხოდელი, რომლის მიერ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს წარმოებული ჩირის შეძენა მომხმარებლებს ბევრ სხვა პროდუქტთან ერთად შეეძლებათ. 

USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის წარმომადგენლის, ჟანა სირბილაძის განცხადებით, პროექტის მიზანია, მოსახლეობას დაანახოს ის შრომა და გამბედაობა, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ეწევიან. „მოყვანილია საოკუპაციო ხაზთანამ გზავნილით ბრენდირებული პროდუქტები მომხმარებელს მიუთითებენ, რომ ამ პროდუქტებში გადახდილი თანხით, ისინი აძლიერებენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ გმირებს. 

ეს პროდუქტები ჩამოტანილია შინდისიდან, დირბიდან, მეჯვრისხევიდან, დიციდან, ბერშუეთიდან და დვანიდან. სოფლებიდან, რომლებშიც მოსახლეობა, რუსი ოკუპანტების მუდმივი შიშის მიუხედავად, დაუღალავად შრომობს და ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არა მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ჩვენი მიზანია, შევახსენოთ დანარჩენ საქართველოს, რომ ვიყოთ მეტად სოლიდარულები ამ ადამიანების მიმართ და გავაძლიეროთ ისინი, ვინც ქართულ მიწას იცავს,“- განაცხადა სირბილაძემ. 

პროდუქტები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), რითეილ ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და ერთობლივი თანამშრომლობით მოგროვდა. საყურადღებოა ისიც, რომ პროდუქტები სერტიფიცირებულია პირველადი წარმოების გეოგაპ სტანდარტით, რითაც დასტურდება მათი უვნებლობა და ხარისხი. 

ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ადგილობრივ ფერმერებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას: შეიძინონ ეს პროდუქტები და მხარი დაუჭირონ მათ ვინც ქართულ მიწაზე ზრუნავს! ამგვარად ისინი კვლავ განაგრძობენ თავიანთი გმირობის ნაყოფის მოყვანას. ეს ადამიანები, იცავენ არა მხოლოდ საკუთარ კერას, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს,“ – განაცხადა ანტონ ვაჭარაძემ  IDFI პროექტის მენეჯერმა. მისივე თქმით, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მომხმარებელს არა ერთი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნება. 

საწყის ეტაპზე მომხმარებლებსგმირობის ნაყოფისპროდუქციის შეძენაკარფურისჰიპერმარკეტებსა (თბილისი მოლი, East Point-) დაზღაპარის” 30-მდე მაღაზიაში შეეძლებათ. სამომავლოდ, კამპანიაში სხვა ქსელების ჩართვა იგეგმება რათა საოკუპაციო ხაზთან წარმოებული პროდუქცია უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი. 

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, USAID-ისა და ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარებით.