გომელაური ქობულეთში ინკასატორის დაყაჩაღებაზე – „ეს იყო ჩვეულებრივი ძარცვა“

პუბლიკა

„ეს იყო ძარცვა, ჩვეულებრივი, რაც ხდებოდა აქამდეც და ხდება ახლაც. ძალიან ბევრი ქეისია ასეთი“, – ასე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს ქობულეთში ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, ქობულეთის შემთხვევაზე საქმე 178-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძარცვას გულისხმობს.

„ეს უჩვეულო არ არის. ბანკი არ იყო. ძარცვა მოხდა გარეთ. გამოსტაცა ხელიდან და გაიქცა. ეს არ არის ბანკში შევარდნა, მძევლების აყვანა და ა.შ. სულ სხვადასხვა რაღაცაა“, – აღნიშნა გომელაურმა.