გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პარლამენტში მივიდა.

როგორც მან განაცხადა, აპირებს, აქტიურად ჩაერთოს საკანონმდებლო საქმიანობაში.

„სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი – 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, დეპუტატის მანდატით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღო და საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ გაწევრიანდა.