ჰოსპიტლურ სისტემაში 2000 თავისუფალი ადგილი გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ სისტემა მდგრადია - გახარია

პუბლიკა

„როდესაც დღეს ჰოსპიტალურ სისტემაში 2000 თავისუფალი ადგილი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტლური და ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და შეუძლია კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს“, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მაგრამ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევასრულოთ. ეს არის მარტივი წესების დაცვა, პირბადის ტარება. რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება. კიდევ უფრო მარტივად ავხსნი – რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებთ და სწრაფად აღდგება ჩვენი ეკონომიკა.

რაც უფრო მეტი ტესტირება გაკეთდება, მით უფრო სწრაფი იქნება გამოვლენა და შესაბამისად, მკურნალობა. საბოლოო ჯამში – რაც უფრო სწრაფად გვექნება ქვეყანაში ვაქცინა, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ ამ ეპიდემიას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 70 პროცენტია, რაც მოქალაქეების დამსახურებაა და ისინი ამისათვის მადლობას იმსახურებენ“, – განაცხადა გახარიამ.