იძახოდით, ნასვამმა თქვაო, ახლა ფხიზელი ვარ და გეუბნებით იმავეს გახარიაზე - ეპისკოპოსი იაკობი

პუბლიკა

საპატრიარქოს სინოდის წევრმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.

ეპისკოპოსის თქმით, როგორც ადრე აფასებდა გახარია, როცა გადადგა, ახლაც იმავეს ფიქრობს მასზე. მან ასევე თქვა, რომ გახარია ერეოდა ეკლესიის საქმეებში.

„ზედმეტ პატივად მიმაჩნია, გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს… პრემიერი თუ შს მინისტრი იყო ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა, პირდაპირ გეუბნებით. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს მე ნათქვამი, რაც ვთქვი, ვადასტურებ იმას, ხო იძახოდით ნასვამმა თქვა, ასე ისე, იმან თქვა, მაგრამ ეხლა ნასვამი ვარ? სრულიად ფხიზელი ვარ, ამიტომ გეუბნებით ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა, იმას ყოველთვის …

ახლა რო ვუყურებ და აპიარებთ, ვინ უნდა დაუჭიროს მხარი… გადახედეთ ვინ უდგას გვერდით, ან თვითონ რა გაუკეთებია, ლოკდაუნი გინდათ კიდევ? უბრალოდ ამათი შეცდომა ის იყო პიარი უკეთეს, მენეჯერი, მენეჯერი… რისი მენეჯერი იყო, კრიზისმენეჯერიო, მე გეუბნებით, რომ კრიზისმეიქერია და არა კრიზისმენეჯერი, “- ამბობს ეპისკოპოსი იაკობი.

LB loan image desktop LB loan image mobile