იმ „სხვას“ 20 ივნისის მერე როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა - სამხარაძე გახარიაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატების გიორგი გახარიას გუნდში გადასვლას ეხმაურება.

[სტილი დაცულია]

„დავიწყოთ იმით, რომ…“ მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, ოცნებამ სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა, არჩევნებშიო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ „სხვისის” გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ. მიუხედავად ამისა, იმ „სხვამ” მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება. ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ „სხვას”, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა…

მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ „სხვის” მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის, მაგრამ სადაა მასე სიმართლე. კაცური ასეა!!! ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებ . (წერტილი)“, – წერს სამხარაძე.


პარლამენტის  ექვსმა დეპუტატმა პარტია „ქარტული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი ყოფილ პრემიერთან ერთად პარტიის მშენებლობაზე გადაერთვებიან. ხოჯევანიშვილის განცხადებით, ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.

დეპუტატებს შორის არიან გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი.