„ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმში რეგიონული ოფისის გახსნისას.
მისი თქმით, აჭარაში ბევრი რამ გაკეთდა და ამაში თავადაც მონაწილეობდა.
„ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტიანად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის ის, რატომაც ჩვენ აქ ვდგავართ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გაკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ ელემენტარული მიზეზის გამო, ის, რაც ვერ გავაკეთეთ, (ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ) არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგბლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“,-განაცხადა გახარიამ.
დღეს პარტიამ „საქართველოსთვის“ ბათუმში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა. გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმის ოფისს ირაკლი თავდგირიძე, ხოლო აჭარის მიმართულებას ირაკლი მიქელაძე უხელმძღვანელებს.