ინდოეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ქვეყანაში TikTok აკრძალა

ინდოეთის ხელისუფლებამ 59, უმეტესად ჩინური აპლიკაცია აკრძალა, მათ შორის: „TikTok” და  „Wechat”. ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ხელისუფლებამ აკრძალვის მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოება დაასახელა.

„აპლიკაციები მავნებლურია ინდოეთის სუვერენიტეტისა და მთლიანობის, ისევე როგორც თავდაცვისა და საჯარო წესრიგის მიმართ”, – წერია ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აკრძალვას წინ უსწრებდა ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე მიმდინარე თვეში მომხდარი სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა.