ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები სწრაფ იზოლაციას დაექვემდებარებიან - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ან კარანტინში გადაყვანას დაექვემდებარება. მისივე ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირირებით მუშავდება ახალი პროტოკოლიც.

„ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ამაზე გამახვილდა დღეს ყურადღება საკოორდინაციო საბჭოზე. ერთ-ერთი ახალი მიდგომა რაც გვექნება იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწაფ იზოლაციას.

თუ აქვს საშუალება თვითიზოლაციას, თუ არ აქვს საშუალება, კარნატინში გადაყვანას 14 დღე ყოველგვარი კვლევის გარეშე. ამაზე ახალი პრიტოკოლი დამუშავდება დღეს.

თუ კონტაქტირებულ ადამიანს სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.