იორდანიაში ალ-აქსას მეჩეთი მლოცველებისთვის დროებით დაიხურება

იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთში მლოცველებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით აღარ მიიღებენ. ამის შესახებ იორდანიის ავქაფისა და ისლამური საკითხების სამინისტროს განცხადება დღეს, 22 მარტს გავრცელდა.

„გადაწყდა, რომ ალ-აქსას მეჩეთში მლოცველთა დასწრება ორშაბათიდან დროებით შეწყდება”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ალ-აქსას მეჩეთი მნიშვნელობით მესამე წმინდა ადგილია, მექასა და მედინას შემდეგ.

აქამდე ალ-აქსას მეჩეთის კარი დაკეტილი იყო, მლოცველებს კი ეზოში შეკრების უფლება მაინც ჰქონდათ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, მეჩეთი მლოცველებისთვის მთლიანად დაიხურება.