ირანმა სოლეიმანის მკვლელობის გამო ტრამპის დაპატიმრების სანქცია გასცა

ირანმა  აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და 35 სამოქალაქო და სამხედრო პირის დაკავების ორდერი გასცა.

თეირანის პროკურორის ალი ალქაშიმერის განცხადებით, ორდერი ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საქემსთან დაკავშირებით გაიცა. ირანმა ინტერპოლს დონალდ ტრამპისა და სხვა ეჭვმიტანილების წითელ ცირკულარზე დასმის მოთხოვნით მიმართა.

აშშ-ს სამხედრო ძალებმა სოლეიმანი ერაყში 3 იანვარს მოკლეს. ვაშინგტონი სოლეიმანს რეგიონში ირანის მართული ძალების მიერ აშშ-ს სამხედრო ნაწილებზე განხორციელებული თავდასხმების დაგეგვმაში ადანაშაულებდა.

ალქაშიმერმა განაცხადა, რომ ორდერი ტერორიზმისა და მკვლელობის ბრალდებით გაიცა. მისი თქმით, ორდერი მრავალ სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირს მოიცავს, თუმცა მას კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუკონკრეტებია.

ირანში აშშ-ს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა საუდის არაბეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის პროკურატურის მიერ გაცემული ორდერი „პოლიტიკური ხრიკია”, შესაბამისად, მისი თქმით, ინტერპოლი ირანის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს.