ისეთ პირობებში ჩამოვალ, რაც არეულობას და დაპირისპირებას არ გამოიწვევს - სააკაშვილი

პუბლიკა

ხშირად მეკითხებიან, როდის ჩამოვალ საქართველოში, მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას, – ამბობს საქართველოს ყოფილი, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი მშვიდობიანად იყოს და რომ მან სწორედ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

მისი თქმით, „ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხდებით და ჩვენ ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ საქართველოს”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სააკაშვილმა დაანონსა მისი საქართველოში დაბრუნების გეგმმაზე საუბარი. „ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით”, – დაწერა  მან facebook-ზე.