ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან, წივიან - აჭარის ტელევიზიის დირექტორი აქციის შესახებ

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ მას არავის მიმართ პიროვნული ინტერესი არ აქვს და არხზე „ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა”. ამის შესახებ კოხრაიძემ „რუსთავი 2-ზე“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან… ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.  ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ. ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისშიც. ხვალ დეგეგმილია სოლიდარობის აქცია თბილისში, პარლამენტთან.

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე საშტატო განრიგში ცვლილებებს გეგმავს. ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში სხვადასხვა ოთხ მიმართულებაზე დირექტორების მოადგილეებს ეხებათ. კერძოდ, თუკი მრჩეველთა საბჭო კოხრეიძის წინადადებას მოიწონებს, აჭარის ტელევიზიაში დირექტორების მოადგილის შტატი გაუქმდება.

მისი მიღების შემთხვევაში ცვლილება შეეხება აჭარის ტელევიზიაში ახალი ამბების დირექტორის მოადგილეს [სარედაქციო მიმართულება] მაია მერკვილაძესაც, რომელიც ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. კოხრეიძის დანიშვნით შემდეგ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეზე მაია მერკვილაძის არაერთი განცხადება იძებნება.

14 თებერვალს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს – წერს, რომ ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე არასასურველ ადამიანებს დევნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

 

 

 

 

 

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საგანგაშოს უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესებს. გავრცელებულ განცხადებას ხელს 11 ორგანიზაცია აწერს.

„2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი. ვფიქრობთ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს“, – აღნიშნულია მედია კოალიციის განცხადებაში.

ტან.

 

LB loan image desktop LB loan image mobile