იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 683 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა – 5 210

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 683 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა – 5 210.

წინა დღის მონაცემებთან შედარებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირებულია, ისევე – როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა.

გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდული ზრდა იტალიაში 21 მარტს დაფიქსირდა –  კორონავირუსის შედეგად 793 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 74 386 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსის შედეგად გარდაცვალების კი – 7 503. გარდაცვლილთა რაოდენობით იტალია მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზე რჩება.