იტალიაში ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 651-ით გაიზარდა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 651 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 5 560 ახალი შემთხვევა.

ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა მაჩვენებლით იტალია ჩინეთს, დღეის მდგომარეობით, თითქმის ორჯერ აღემატება. ჩინეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების 3 261 შემთხვევაა დადასტურებული.

იტალიაში ვირუსის შედეგად გარდაცვალების რაოდენობა უკვე მსოფლიოში გარდაცვლილთა მაჩვენებლის მესამედზე მეტს შეადგენს. მსოფლიოში, დღეის მდგომარეობით, 14 437 ადამიანია კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი.

გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდული ზრდა იტალიაში გუშინ დაფიქსირდა. 21 მარტს კორონავირუსის შედეგად 793 ადამიანი გარდაიცვალა.