იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა წარუდგინა.

გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და პოსტი დატოვა, იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ვაკანტურია.

2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში თეა წულუკიანი ერთადერთი უცვლელი მინისტრი იყო. მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის დეპუტატი გახდა, საქართველოს ახალი იუსტიციის მინისტრი ეყოლება.