იუსტიციის სახლში აღებული 538 ნიმუშიდან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა - გამყრელიძე

პუბლიკა

ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აჭარის რეგიონში დასასვენებლად მყოფი მასწავლებლების კვლევას აწარმოებს. მისი თქმით,  ცენტრის ინფორმაციით რეგიონში იმყოფებოდა 2237 მასწავლებელი. მათგან  71 % გამოიკვლიეს და კორონავირუსი 8 მასწავლებელს დაუდასტურდა.

მან ასევე ისაუბრა ტესტირებაზე, რომელიც იუსტიციის სახლში მიმდინარეობს. კვლევები პარასეკვს ორშაბათს და სამშაბათს მიმდინარეობდა, ტესტირება გრძელდება დღესაც.

ტესტირებას გადიოდნენ იუსტიციის სახლში მისული ადამიანები. გამყრელიძის თქმით, სამი დღის განმავლობაში აღებულია 745 პირისგან ნიმუში და 538 ნიმუშზე კვლევა დასრულებულია. 538 პირიდან კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა.

„ანუ გამოკვლეულების 0.7%-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. დღეს ცოტა ინტენსიობა დაკლებულია. დღეს ბოლო დღეა. ჩვენ გვაინტერესებს როგორია ვირუსის ცირკულაცია შემთხვევით მისულ ადამიანებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.