ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, არჩევნებს გააყალბებს, მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის - სააკაშვილი

პუბლიკა

„ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, Covid-ის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა  სახლში დაელოდება წყნარად და შეხედავს. ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

„ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ ნაციონალები რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული რესურსებით და გუშინდელი აქცია იყო სწორედ გამარჯვებული პარტიის აქცია.  როცა ვლაპარაკობთ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე განაპირობა იმან, რომ როდესაც გამოაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ დაამარცხეს კოვიდი და სინამდვილეში ხელი არ გაუნძრევიათ აქტიური ღონისძიებების გასატარებლად. კოვიდით დაინფიცირება, ახალი უპრეცედენტო რეგიონში რეკორდული ტალღა გამოიწვია უპასუხისმგებლობამ, კორუფციამ, ორმაგმა სტანდარტებმა და მუდმივმა ტყუილებმა და ეს ტყუილები გრძელდება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მონაწილეს, აქ ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციების და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება, უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით, პირველ რიგში ნიღბებით და სხვა საჭირო საშუალებებით.

16 ოქტომბერს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც კადრებში ჩანდა შეკრებილი მხარდამჭერები 2-მეტრიან დისტანციას ვერ იცავდნენ და მათ ნაწილს არც პირბადე ეკეთა.