იზოლაციაში მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი იმყოფება – CNN

მას მერე, რაც ინდოეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა, CNN-ის კალკულაციით, მსოფლიოში დაახლოებით 2,5 მილიარდი ადამიანი იმყოფება საიზოლაციო შეზღუდვის, საგანგებო მდგომარეობის ან გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვის რეჟიმის ქვეშ.

ამ დროისათვის იზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა უკვე მსოფლიო მოსახლეობის მესამედს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 401 831 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 103 820 უკვე გამოჯანმრთელდა, 17 501 ადამიანი კი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.