კალაძემ მერიაში აფრიკის დასახლებიდან ოჯახს უმასპინძლა და ფოტოები facebook-ზე დადო

პუბლიკა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მერიაში იმ მამა-შვილს უმასპინძლა, რომელთა ფოტოც გუშინ, აფრიკის დასახლებიდან გავრცელდა. ამის შეხახებ კალაძე საკუთარ facebook-ზე ფოტოებს აქვეყნებს.

 

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, აფრიკის დასახლებაში მოქალაქეთა სახლების დემონტაჟის დროს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე ასახულ მამა-შვილს, რომელთა ფოტოსაც საზოგადოებაში გამოხმაურება მოჰყვა, ბინას აჩუქებს. თბილისის მერი Facebook-ზე წერს, რომ ეს ფოტო „ტყუილის ტირაჟირებისა“ და „ანტიპიარისთვის“ გამოიყენეს, თუმცა მოგვიანებით თავად გაარკვია, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მოქალაქე 6 შვილს ზრდის და დღევანდელი დღის შედეგი „მისი ოჯახის გაბედნიერება იქნება“.