ხომ არ გვეფიქრა, დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო?! – „ქართული ოცნების“ დეპუტატის ინიციატივა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ამილახვარი განათლების სამინისტროს კომიტეტის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა და მინისტრობის კანდიდატს, მიხელ ჩხენკელს მიმართა, ხომ არ უნდა დაწყებულიყო ფიქრი იმაზე, რომ დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბებულიყო საქართველო.

„თქვენი და თქვენი სამინისტროს ერთ-ერთ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, თუ როგორ მოახდინა განათლების სფეროში სისტემამ ადაპტაცია და სრული უწყვეტობა შესთავაზა მოსწავლეებსა და სტუდენტებს. რა თქმა უნდა, პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ მე ვფიქრობ, განათლებაში დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, სასწავლო რესურსების დიჯიტალიზაციით,  ხომ არ გვეფიქრა ინიციატივაზე, სამომავლოდ გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო?

ეს, რა თქმა უნდა, ეხება იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ამის შესაძლებლობა არის და არაამც და არამც, სადაც ეს ტექნიკური და ლაბორატორიული სამუშაოებია საჭირო. ვინაიდან, ვფიქრობ, მსოფლიო მიდის აქეთკენ და საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ევროპის ხარისხის სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და რეგიონალურ ჰაბად, მიზიდულობის ცენტრად ჩამოვაყალიბოთ დისტანციურ სწავლებაში”, — განაცხადა მან.