კორონავირუსი | ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, ნაადრევად არ შეამსუბუქონ შეზღუდვები

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის გავრცელების პარალერულად ქვეყნების მიერ შეზღუდვების შემცირებასთან დაკავშირებით ერთმნიშნველოვანი რეკომენდაციები არ გაუცია, ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებისაგან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ორგანიზაციის სპიკერმა, ქრისტიან ლინდმეიერმა 7 აპრილს გააკეთა:

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებმა შეზღუდვებზე უარი ნაადრევად არ თქვან, რათა სიტუაცია ისევ უარესისკენ არ შემოტრიალდეს.

ეს იგივეა, რაც ავადმყოფი ადამიანის ნაადრევად წამოდგომა საწოლიდან, რაც ხელახლა ავად გახდომისა და გართულებების წარმოქმნის რისკებს აჩენს”, – განაცხადა ლინდმეიერმა.

 

წყარო: Reuters