კორონავირუსი | უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ზიარების წესს დროებით ცვლის

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით ზიარების წესი შეცვალა. სინოდის დადგენილებით, ზიარების დროს მღვდელი პურის ნაჭრებს ღვინით დაასველებს და თითოეულ მლოცველს სათითაოდ ხელში ჩაუდებს, მორწმუნე კი მას მღვდლის თანდასწრებით მიიღებს.

სინოდის დადგენილებით, ასევე დროებით შეჩერდა ყველა სახის ღვთისმსახურება, საკვირაო წირვის გარდა.

სინოდის დადგენილება სრულად იზიარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლების რეკომენდაციებს და მორწმუნეებს მაქსიმალურად თვითიზოლაციისაკენ მოუწოდებს, მათი და სხვათა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად მრავალმა ეკლესიამ და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელმა რელიგიურმა ჯგუფმა, ხელისუფლებისა და სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღვთისმსახურების წესი დროებით შეცვალა ან სულაც შეაჩერა, მათ შორის – კვიპროსის, საბერძნეთის, რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კი ამ დრომდე არ შეუცვლია ერთი კოვზით ზიარების წესი.

„რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება  მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით“, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.