კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 39 დადასტურდა

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ლაბორატორიებში გამოიკვლიეს 2658 ნიმუში. ცენტრის ინფორმაციით, საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ. პოლიკლინიკებში აღებულია 604 ახალი ნიმუში, კარვებში – 1561. კარანტინში იმყოფება 2450 პირი.


ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი, 87 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” გვერდზე განახლდა. ინფიცირებულთა ჯამი 1917-ია.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.