კრამონი: მიზანი საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი და რუსეთის ჭაობში დატოვებაა

პუბლიკა

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და წერს, რომ „ამ კანონს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, საბოტაჟი გაუკეთოს საქართველოს ევროპულ მომავალს და საქართველო რუსეთის ჭაობში დატოვოს”.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი ინსტრუქცია მიიღო თავისი პატრონისგან კრემლში. ისინი ისეთი არაკრეატიულები არიან, რომ აინიციირებენ იმავე კანონს, რომელსაც ქართველმა ხალხმა შარშან უთხრა არა. ამ კანონს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, საბოტაჟი გაუკეთოს საქართველოს ევროპულ მომავალს და საქართველო რუსეთის ჭაობში დატოვოს. ცუდი აზრია”, – წერს კრამონი X-ზე.