კურდღელი ჩვენ ვნახეთ 17 თებერვალს და 20 ივნისს - კობახიძე გახარიაზე

პუბლიკა

„კურდღელი ჩვენ ვნახეთ 17 თებერვალს და 20 ივნისს“,- ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიაზე „ტვ პირველის ეთერში“ პასუხობს.

„რანაირად უნდა მეწყინოს, კურდღელი ჩვენ ვნახეთ 17 თებერვალს, მანამდე, როცა ალყა არ დაშალა, 20 ივნისს ვნახეთ კურდღელი. მისგან მე ეს ვერ მეწყინება, ბუნებრივია. შეურაცხმყოფელი ტერმინები არ არის სწორი გამოსაყენებლად და სხვათა შორის, იგივე ბიძინა ივანიშვილის წერილშიც ტერმინი მოღალატე არ იყო ნახსენები. რა თქმა უნდა, ვინც ღალატს ჩადის, არის თავისთავად მოღალატე, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება არის შეურაცხმყოფელი და ჩვენ ვერიდებით ხოლმე ამის გაკეთებას, ჩვენ ვახდენთ, უბრალოდ, ფაქტის კონსტანტაციას, რომ მან ჩაიდინა ღალატი გუნდის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა კობახიძემ.