კვიპროსის მთავარეპისკოპოსის მოწოდებით ეკლესია ერთდროულად 10 მლოცველზე მეტს არ მიიღებს

ეპისტოლეში, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ შეზღუდვას შეეხებოდა, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი სასულიერო პირებს მოუწოდებს, წირვის დროს მხოლოდ 10 ადამიანი დაუშვან ეკლესიაში, მეტი ადამიანის მისვლის შემთხვევაში კი ეკლესიის კარები დახურონ.

ეპისტოლეს მიხედვით, მორწმუნეები, რომლებსაც ზიარების სურვილი ექნებათ, ეკლესიამ უნდა აზიაროს.

მთავარეპოსკოპოსის ეპისტოლეს მიუხედავად, მორფუს და ლიმასოლის მიტროპოლიტებმა მორწმუნეებს ლიტურგიაში რეგულარულად მონაწილეობისა და ზიარებისკენ მოუწოდეს.