ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მკვლელობა მოხდა

პუბლიკა

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, სოფელ ნიგვზიანში კაცი რამდენიმე საათის წინ მოკლეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მეზობლებს შორის შელაპარაკებას მოჰყვა და სავარაუდო მკვლელმა შემთხვევიდან ცოტა ხანში თავი მოიკლა.