ლარი დოლართან მიმართებით 4, ევროსთან კი - 5 თეთრით გაუფასურდა

პუბლიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3332 ლარი გახდა.

მონაცემები ეროვნული ბანკმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2897 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8812 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.8292 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0520 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.