„ლელო“ სამადაშვილთან, შავგულიძესა და ახვლედიანთან ერთად ფრაქციას ქმნის

პუბლიკა

დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მისი თქმით, ფრაქციის სახელწოდება იქნება „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“.

ფრაქციაში 7 დეპუტატია გაერთიანებული, სამი მათგანი „ლელოს“ წევრი არ არის – სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

ფრაქციის წევრები ასევე იქნებიან  დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი და მამუკა ხაზარაძე.

ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემმა მეგობრებმა მანდეს ფრაქციის თავმჯდომარის ძალიან საპასუხისმგებლო პოსტი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის პირველი პუნქტი სრულად შესრულდა, ამიტომ მათ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ პარლემტის მუშაობაში. იგი დარწმუნებულია, რომ ფრაქციის წევრთა რაოდენობა გაიზრდება.