ლიეტუვამ შესაძლოა 1 ივლისიდან უკრაინასა და საქართველოსთან ფრენები აღადგინოს

ლიეტუვამ შესაძლოა 1 ივლისიდან უკრაინასა და საქართველოსთან ფრენები აღადგინოს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

„დიდი ალბათობით 1 ივლისიდან შენგენის ზონის რამდენიმე მიმართულებით ფრენები გაიხსნება, თუმცა არა მასობრივი და გაუფრთხილებელი ფორმით. ვიმედოვნებთ, რომ ფრენებს აღვადგენთ უკრაინასთან და საქართველოთანაც. იმავეს ვიმედოვნებდით ისრაელთან, თუმცა ბოლო ხანებში იქ ეპიდსიტუაცია გაუარესდა”, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საგარეო ტურიზმისთვის ქვეყნის საზღვრები 1 ივლისიდან გაიხსნება.