ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

პუბლიკა

საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი თვის ბოლოს საქართველოში ვიზიტს აპირებს.

„თბილისში აპრილის ბოლოს იგეგმება გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი. ვიზიტის დღის წესრიგში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის ძალისხმევისკენ მიმართული ჩვენი თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, ასევე ევროკავშირის მედიაციით გამართული პოლიტიკური დიალოგი იქნება“, – წერს Twitter-ზე ლიეტუვის ელჩი.

ლaნდსბერგისის ვიზიტზე გუშინ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მასთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა, სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩამოვიდნენ.

ამ თვეში საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ  ვიზიტზე ინფორმაცია 9 აპრილს გაავრცელათავდა პირველად სალომე სამადაშვილმა. 11 აპრილს იგივე ინფორმაცია დაადასტურა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემაც. ოპოზიციონერების ინფორმაციით, დელეგაციის მიზანი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა იქნება.

„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი კი Twitter-ზე წერს, რომ შესაძლოა, ამ კვირაში საქართველოს შესახებ ქრისტიან დანიელსონის ბრიფინგები გაიმართოს. ის ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში მესამე მედიაცია შედგება.