ლორთქიფანიძე: აუდიტის დასკვნაში მკვეთრად ჟღერდა, რომ ერთი ადამიანი ორ ხელფასს იღებს, საუბარია გიდზე

პუბლიკა

ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ ორ სხვადასხვა ტელევიზიაში ეროვნული მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. შეეხო როგორც აუდიტის დასკვნის ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ე.წ. ნამუშევრების დაკარგვის თემას და ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხს. აუდიტის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ მუზეუმი მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს.

აუდიტის დასკვნაში არაფერია ისეთი, რაც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შეუცდომელი არავინაა. მზად ვარ, ყველა შეცდომაზე და უზუსტობაზე ვისაუბრო. არასოდეს ყოფილა შეგნებული შეცდომა და 2005 წლიდან ეს პროცესი არის პროფესიული. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ პროცესი უკეთესი  იყოს. არ არის საბოლოოდ მონაცემთა ბაზის აღრიცხვის ერთიანი სტანდარტი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მუზეუმის თანამშრომლები პირუთვნელად ემსახურებოდნენ საქმეს და ასე ერთი ხელის მოსმით თქმა, რომ ქურდობა, დაკარგვა …

აუდიტია არის რეკომენდაცია. ძირითადი კითხვა იყო ფონდებზე, ერთი იყო ტექნიკური თემა. ერთ-ერთ შენობაზეა საუბარი, არ შეიძლება ფონდი იყოს ბოლო სართულზე. ის ბოლო სართული არაა, იმის იქით სხვა რამეც არის. ანუ ძალიან ტექნიკური საკითხია. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს. აუდიტის დასკვნაში გამოკვეთილად ჟღერდა, რომ ერთი ადამიანი ორ ხელფასს იღებდა. აგიხსი – გიდი, რომელსაც აქვს ხელფასი 500 ლარი, ეს ხელფასი არის იმისთვის, რომ ჩაატაროს სკოლის გაკვეთილები. ამის გარდა, არსებობს 25-ლარიანი მომსახურება, საიდანაც გიდს რჩება 15 ლარი. ამას იღებდა. რომელიც თვეში საშუალოდ გამოდიოდა 153 ლარი. აქ არაფერი დანაშუალთან კავშირში არაა“,  – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ  უცნობთან სტუმრობისას.