მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მოკავშირეა - ვოლსკი

პუბლიკა

„ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, საქართელოში პოლიტიკურ ველს აზიანებს ევროპელ პარლამენტარებთან ან სენატორებთან დაპირისპირება. ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა კონსტრუქციულობა, თუმცა გალერის შეახსენებს, რომ სასამaრთლოს ზედა ინსტანციაში საკითხის დაყენება მასალის შესწავლის შემდეგ ხდება.

„ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების აქტივობა, თუნდაც, `რუსთავი 2-თან~ დაკავშირებით და სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა, ისე, როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს“, – თქვა გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

დღეს ევროპარლამენტარმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ საგრეო ურთიერთობათა სპიკერმა, მაიკლ გალერიმ Twitter-ით მოუწოდა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ 8 მარტის შეთანხმების ტექსტს და სულისკვეთებას. გალერი წერს, რომ ეს ლაკმუსის ტესტია ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ნამდვილი განზრახვისთვის.

„ისინი ნიადაგს სინჯავენ იმაზე, კვლავ მოელიან თუ არა საქართველოს ევროპელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ისინი მოელიან. ეს აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – წერს გალერი.